პროგრამების აღწერილობა და ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები:

რომელი პროგრამები გაქვთ?

ამჟამად აქტიურია შემდეგი პროგრამების მარათონები: “90-დღიანი ტრანსფორმაციის პროგრამა”, “90-დღიანი ფიტიოგა”, “ენერჯი აერობიკა”, “8 კვირიანი პრობლემური ზონები კომბო”, “8 კვირიანი პრესების მარათონი”. ზოგადი აღწერილობისთვის ჩამოსქროლე ქვევით.

როგორ მივხვდე რომელი პროგრამა რა შედეგს მომცემს?

ყველა პროგრამა მუშაობს კლებაზე და ფორმების გაუმჯობესებაზე, თუმცა ყველა პროგრამას აქვს თავისი”უფრო მეტად” რაზეც მუშაობს.

  • “90-დღიანი ტრანსფორმაცია” – კლებაზეც და ფორმებზე თანაბრად;
  • “90-დღიანი ფიტიოგა” – მთლიანად სხეულის გასაჯანსაღებლად, მოქნილობის მოსამატებლად, ზურგის არეში ტკივილების და დაძაბულობის მოსახსნელად, ნელი და ზომიერი ტემპის ვარჯიშები. არეგულირებს მადას, აუმჯობესებს ზოგად ფსიქოლოგიურ და მენტალურ მდგომარეობას.
  • “ენერჯი აერობიკა” – მისი პრიორიტეტია წონის კლება, რასაც ხელს უწყობს აქტიური კარდიო. პროგრამა ენერგიას და სიხალისეს გძენთ.
  • “პრობლემური ზონების კომბო” – მისი მიზანია პირველ რიგში ფორმების გაუმჯობესება, თუმცა კლებასაც აქტიურად უწყობს ხელს.
  • “4 კვირიანი ტონუსი” – სავარჯიშო პროგრამა დამწყებთათვის ან საშუალო აქტიურობის დონის მოვარჯიშეებისთვის, ფორმაში დასაბრუნებლად;
  • “8 კვირიანი პრესების პროგრამა” – პროგრამა მოიცავს მთელის სხეულის ვარჯიშს და 30% უფრო მეტ აქცენტს მუცლის გარშემოწერილობაზე;
  • “8 კვირიანი ფეხების პროგრამა” – პროგრამა მოიცავს მთელის სხეულის ვარჯიშს და 30% უფრო მეტ აქცენტს ფეხების/დუნდულების/თეძოების ზონაზე;

სად ხართ ტერიტორიულად?

– ამას არ აქვს მნიშვნელობა, მიყვარს მოგზაურობა და შეიძლება საქართველოს ან მსოფლიოს რომელიმე წერტილში ვიმყოფებოდე, საიდანაც ვმუშაობ ონლაინ პროგრამებზე. აღარ ვატარებ ინდივიდუალურ ონლაინ ან დარბაზში ვარჯიშებს. 10+ წელი გავატარე დარბაზის რეჟიმში და ამჟამად ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთო ონლაინ მარათონებში და ვაზიარო ჯანმრთელი ცხოვრების წესს და ფორმაში ყოფნის სიამოვნებას. ონლაინ მუშაობა ჯერ კიდევ 2018 წლიდან დავიწყე. ჩემი მოსწავლეები მერთვებოდნენ  – აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, ჰოლანდია, ჩინეთი …. პანდემიის პერიოდიდან, რაც დღეში 16 საათი მიწევდა მუშაობა და ახალ მსურველებს ვეღარ ვიმატებდი, გადავწყვიტე მარათონების ფორმატით გამეგრძელებინა.

შედეგიანია თქვენი პროგრამები?

– დიახ! ჩემი მოსწავლეების საოცარ შედეგებს და გამოხმაურებებს ხშირად ვაზიარებ ჩემს გვერდზე.

ონალინ ვარჯიში შედეგს იძლევა?

დიახ. ჩემს ვიდეო გაკვეთილებში ყველა დეტალს ისე ვხსნი, რომ შეუძლებელია ყურადღებიანმა ადამიანმა შეცდომა დაუშვას. მონდომებული, დისციპლინირებული და მოტივირებული ადამიანი აუცილებლად იღებს შედეგს. ჩემს პროგრამებში ისინიც კი დებენ შედეგებს, ვისაც აქამდე არ უყვარდა ვარჯიში და ეს რთული და დაუძლეველი ეგონა.

როგორ დაგიკავშირდეთ, რომ მარათონში მონაწილეობა მივიღო?

– ამისათვის უნდა მომწერო ჩემს ფეისბუქ გვერდზე. მარათონების საფასური ყველასთვის ხელმისაწვდომია. ჩარიცხვის შემდეგ გაწევრიანდები შესაბამის ჯგუფში და მიიღებ პროგრამას. ჩემი ფეისბუქის გვერდი: Facebook

პროგრამების ზოგადი აღწერილობა იხილეთ ქვევით 

error: Content is protected !!